რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბელარუსულის წინამძღოლი შეცვალა
25/08/2020 16:03:59 მსოფლიო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიმოდმა ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი შეცვალა. მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი პავლე (პონომარიოვი) ბორისოვისა და მარიინგორსკის ეპისკოპოსით – ბენიამინით (ტულეკო) ჩაანაცვლეს, - განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმირ ლეგოიდამ.
ლეგოიდას მტკიცებით, პავლე საკუთარი სურვილით გადადგა და ამიერიდან ყუბანის ეპარქიას უხელმძღვანელებს.
პავლე ბელარუსის მართლმადიდებელ ეკლესიას 2013 წლიდან ედგა სათავეში, მანამდე კი რუსეთის მონასტრებში, ასევე იერუსალიმში, აშშ-სა და ავსტრიაში მსახურობდა.
მიტროპოლიტმა პავლემ ალექსანდრე ლუკაშენკოს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მოგვიანებით, მან ამ "ნაჩქარევი" მილოცვის გამო წუხილი გამოთქვა. 17 აგვისტოს მიტროპოლიტმა სპეცრაზმის მიერ ნაცემი დემონსტრანტები მოინახულა.
ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისის ფონზე პავლეს როგორც ოპოზიცია აკრიტიკებდა იმის გამო, რომ “ეკლესია მიმდინარე მოვლენებზე ფაქტობრივად არ რეაგირებდა”, ისე ლუკაშენკოს მხარდამჭერები – “ხელისუფლების პირდაპირი მხარდაჭერის გზიდან გადაიხარაო”.
22 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოუწოდა სასულიერო პირებს, პოლიტიკაში არ ჩაერიონ: «ჩემო ძვირფასებო, გონს მოდით და დაკავდით საკუთარი საქმით! ხალხი ეკლესიაში სალოცავად უნდა მოდიოდეს, ეს არაა ადგილი პოლიტიკისთვისო».
ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლი 51 წლისაა. იგი ქვეყნის დასავლეთშია დაბადებული, 1992 წელს ჩაირიცხა მინსკის სასულიერო სემინარიაში. 1994 წელს აღიკვეცა ბერად. 1999 წელს გახდა მღვდელი, 2010 წელს - ეპისკოპოსი.
ბელარუსის ბოლოდრონდელი მოვლენები ბენიამნს საჯაროდ არ დაუკომენტარებია.


