Accentnews.ge
ტიხანოვსკაია: "ბელარუსში  „მშვიდობიანი რევოლუცია“ დაიწყო"

ტიხანოვსკაია: "ბელარუსში  „მშვიდობიანი რევოლუცია“ დაიწყო"

25/08/2020 14:36:26 მსოფლიო

"ბელარუსში „მშვიდობიანი რევოლუცია“ დაიწყო და მე და ჩემი თანამებრძოლები ვართ არა ოპოზიცია, არამედ უმრავლესობა", – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატმა ევროპარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან 25 აგვისტოს გამართული ვიდეო–კონფერენციის დროს განაცხადა.

„ბელარუსში რევოლუცია არ არის გეოპოლიტიკური. ის არ არის არც პრორუსული, არც ანტირუსული და არც პროევროპული რევოლუცია. ეს არის დემოკრატიული რევოლუცია. ეს არის ხალხის სწრაფვა, დამოუკიდებლად, თავისუფლად და პატიოსნად აირჩიოს თავისი ლიდერები და განსაზღვროს თავისი მომავალი. ბელარუსში მიმდინარეობს არაძალადობრივი რევოლუცია“, – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

მისივე თქმით, ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების საკითხზე მზად არის, გამართოს დიალოგი ხელისუფლებასთან.

ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი მე–17 დღეა გრძელდება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S