Accentnews.ge
მედია: რუსულ-თურქულ პატრულს სირიაში ჩეჩნური დაჯგუფება დაესხა თავს

მედია: რუსულ-თურქულ პატრულს სირიაში ჩეჩნური დაჯგუფება დაესხა თავს

25/08/2020 13:32:50 მსოფლიო

რუსული მედიის ცნობით, რუსულ-თურქულ პატრულს ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფება “კატაიბ ჰატტაბ აშ-შიშანი” დაესხა თავს.

გამოცემა “Regnum” თავდამსხმელებად “ჩეჩენ ბოევიკებს” ასახელებს, თუმცა ამის მტკიცებულებები არ მოჰყავს. სავარაუდოდ, საუბარია დაჯგუფებაზე, რომელმაც თავისი სახელწოდება 2002 წელს ჩეჩნეთში მიმდინარე ბრძოლებში მოკლული საუდიტის – ამირ იბნ ალ-ჰატტაბის (სამერ სალეჰ ას-სუვეილემის) პატივსაცემად აიღო.

თავდასხმის შედეგად განადგურდა ჯავშანტრანსპორტიორი, - იუწყება "Лента.ру".

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

• მანამდე ცნობილი გახდა, რომ სირიაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსი სამხედრო მრჩეველი გენერალ-მაიორის წოდებით, დაიჭრა კიდევ ორი სამხედრო პირი.

• იდლიბში რუსულ-თურქული პატრულის აფეთქების შედეგად დაშავდა ინგუშეთის ორი მკვიდრი სამხედრო პოლიციიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S