Accentnews.ge
ქართველი მაღაროელები ბელარუს კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ [ვიდეო]

ქართველი მაღაროელები ბელარუს კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ [ვიდეო]

25/08/2020 13:07:34 საზოგადოება

ტყიბულელი მეშახტეები, ჭიათურელი მაღაროელები და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები ბელარუს კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ.

მათ შესაბამისი ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეები ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელიც ცესკო–ს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის პრეზიდეტად მეექვსე ვადით რჩება, არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

თავის მხრივ, ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუსელ ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია აგვისტოს ბოლოს შემუშავდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S