რუსეთი ბელარუსს ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო შვეულმფერენების პარტიას უგზავნის
25/08/2020 11:41:42 მსოფლიო
რუსეთი ბელარუსს ჯავშანტრანსპორტიორების (БТР) პარტიასა და რამდენიმე ერთეულ Ми-35М-ის კლასის საბრძოლო შვეულმფერენებს მიაწვდის. შესაბამის დოკუმენტს მხარეებმა ხელი ფორუმზე «Армия-2020» მოაწერეს.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარია ორი ბატალიონის დასაკომპლექტებელ БТР-82А-კლასის ჯავშანტრანსპორტიორებსა და ოთხ ერთეული Ми-35М კლასის შვეულმფერენის პარტიაზე.
უწყების ცნობით, გარდა აღნიშნულისა, ბელარუსმა ხელი მოაწერა 2021-2025 წლებში თანამშრომლობის გეგამას კონცერნ „ალმაზ-ანტეისთან “საჰერო თავდაცვის თანამედროვე სისტემების მიწოდების თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბელარუსმა შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ლიეტუვის საზღვრის მახლობლად მდებარე გრონდოს ოლქში მასშტაბური ტაქტიკური წვრთნები დაიწყო.
"ჩვენ ვხედავთ ნატო–ს ჯარების სერიოზულ მოძრაობას ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს პოლონეთისა და ლიეტუვის ტერიტორიებზე", - განაცხადა 22 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ნატო–ში ლუკაშენკოს განცხადებას "უსაფუძვლო" უწოდეს და უარყვეს ცნობები ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წარმოდგენილობის ზრდის შესახებ.


