Accentnews.ge
„ყოველგვარი  დიდი შეკრება ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების მომატებული რისკია“

„ყოველგვარი  დიდი შეკრება ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების მომატებული რისკია“

25/08/2020 11:26:59 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, საქართველო დღეს რეგიონში გარკვეულ ოაზისად გამოიყურება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან მსოფლიოში და რეგიონში ეპიდვითარება არასახარბიელოა:

„ეპიდსიტუაცია მართვადია. ბოლო კვირეების განმავლობაში ერთეული შემთხვევები გვაქვს, რომელიც საყურადღებოა, მაგრამ არ არის პანიკის საფუძველი, რადგან ჯანდაცვის სიტემის მიერ კარგად იმართება: ყველა ახალი შემთხვევის იდეტიფიცირება დროულად ხდება“.

გამყრელძე მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, ატარონ პირბადე დახურულ სივრცეში და ღიაშიც ხალხმრავლობის დროს, აარიდონ თავი დიდ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან პირადი ჰიგიენა:

„ყოველგვარი დიდი შეკრება არის მომატებული რისკი ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების“.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გაფართოებულია პისიარ–ტესტირების რიცხვი: ბოლო ერთი თვის განმავლობაში დღეში საშუალოდ 4830 პისიატ–ტესტირება ტარდება, იანვრიდან მოყოლებული კი 350 000 პისიარ–ტესტი ჩატარდა.

გამყრელიძის თანახმად, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სწრაფი ტესტების გამოყენება ძირითადად საზღვრებზე.

გამყრელიძემ ისაუბრა სვანეთში არსებულ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ კარანტინში მყოფი პირების 80% ხელმეორედ გიტესტა. ხელმეორედ გაიტესტა ლენჯერის მოსახლეობაც.

ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსს ორი პირი ემსხვერპლა და ჯამში 19–მდე გაიზარდა COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S