ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია არ გამორიცხავს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ზამთრისთვის უკვე მზად იყოს
25/08/2020 10:27:21 მსოფლიო
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია „AstraZeneca“ არ გამორიცხავს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ზამთრისთვის უკვე მზად იყოს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, თუ კლინიკური კვლევების მონაცემები წარმატებული იქნება, შესაძლოა, ვაქცინა წლის ბოლომდე შეიქმნას.
ვაქცინაზე მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარეობს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 817 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 23 812 000–ს გადააჭარბა, 16 364 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1429-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.
.


