ბოლო 24 საათში გერმანიაში COVID-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა
25/08/2020 09:04:47 მსოფლიო
ბოლო 24 საათში გერმანიაში COVID-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 1 278 დაინფიცირდა, გუშინ კი – 711.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 234 853 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა 9,277-ს აღწევს.
ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 817 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 23 812 000–ს გადააჭარბა, 16 364 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1429-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


