Accentnews.ge
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: “ევროკავშირის დროშა დაშვებულია”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: “ევროკავშირის დროშა დაშვებულია”

25/08/2020 07:00:53 საზოგადოება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შატილში მომხდარი ავარიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან კვირას, შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკროავტობუსში 20 პირი იმყოფებოდა. ავარიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა, სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. დაშავებულების ასაკი 25–დან 35 წლამდე მერყეობს.

როგორც ცნობილია, ტურისტები დილის ხუთ საათზე თბილისიდან გავიდნენ და შატილიდან უკან საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ტექდათვალიერება ჯერ კიდევ თვენახევრის წინ უნდა გაევლო.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა, მათ შორის, სახელმწიფო დროშა დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S