Accentnews.ge
აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

25/08/2020 06:51:30 საზოგადოება

აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 2 ქობულეთში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, 2 კი იმპორტირებული შემთხვევაა და პაციენტები საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლები არიან, მათგან ერთი საქართველოს, ხოლო მეორე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 35 პაციენტი მკურნალობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S