Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით მე-19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-19 ადამიანი გარდაიცვალა

25/08/2020 06:26:52 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge–ზე არის განთავსებული.

გარდაცვლილი პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. 65 წლამდე ასაკის რუსუდან ტომარაძე კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ გარდაიცვალა.

ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S