Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

25/08/2020 06:23:40 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 429 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი და ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 1 150-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 255.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S