Accentnews.ge
ჰონგ კონგში კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჰონგ კონგში კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

25/08/2020 06:02:48 მსოფლიო

ჰონგ კონგში კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების პირველი შემთხვევა დასასტურდა. BBC-ს ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცს Covid-19 პირველად, დაახლოებით, 5 თვის წინ დაუდასტურდა, ახლახან კი იგი მეორედ დაინფიცირდა.

ექსპერტების თქმით, კორონავირუსით ხელახლა დაინფიცირება იშვიათია და დიდი ალბათობით, არც სერიოზული გართულებები მოყვება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ ხელახლა ინფიცირების ერთი შემთხვევის გამო, კონკრეტულ დასკვნებზე საუბარი ნაადრევია.

ჰონგ კონკში კორონავირუსით ინფიცირების 4 700-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, 77 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S