Accentnews.ge
მთავრობის ადმინისტრაციასთან ხვალ მდუმარე აქცა გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხვალ მდუმარე აქცა გაიმართება

24/08/2020 17:49:36 საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხვალ, 25 აგვისტოს მდუმარე აქცა გაიმართება. ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.

„ყოველწლიურად ავტოავარიების შედეგად 500 ადამიანი იღუპება! ეს არ აის მხოლოდ სტატისტიკა, მათ ოჯახის წევრები ჰყავთ... ხვალ მძიმე დღეა, ამიტომ, იქნება მდუმარე აქცია. აქციის მთავარი გზავნილია, სახელმწიფოსთვის საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტი გახდეს“,– აღნიშნა ლალიაშვილმა.

მან მოქალაქეებს სოლიდარობისკენ მოუწოდა.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკროავტობუსში 20 პირი იმყოფებოდა. ავარიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა, სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. დაშავებულების ასაკი 25–დან 35 წლამდე მერყეობს.

როგორც ცნობილია, ტურისტები დილის ხუთ საათზე თბილისიდან გავიდნენ და შატილიდან უკან საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ტექდათვალიერება ჯერ კიდევ თვენახევრის წინ უნდა გაევლო.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S