Accentnews.ge
საქართველო შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის გამო სამძიმრებს იღებს

საქართველო შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის გამო სამძიმრებს იღებს

24/08/2020 16:40:49 საზოგადოება

საქართველოში, შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო საქართველოს მისი საერთაშორისო პარტნიორები უსამძიმრებენ.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ საქართველოში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით. ჩვენი ფიქრი მსხვერპლთან და მათ ოჯახებთან არის. ვუსამძიმრებ საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას“, – აცხადებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

ავტოკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

„უკიდურესად დამწუხრებულები ვართ შატილში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

„ისრაელი უსამძიმრებს საქართველოში შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ოაჯხებს. ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯამრთელებას ყველა დაშავებულს“, -ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მწუხარება გამოთქვეს საქართველოში აშშ–ის და თურქეთის საელჩოებმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სომხეთის პრემიერ–მინისტრმა.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკროავტობუსში 20 პირი იმყოფებოდა. ავარიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა, სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. დაშავებულების ასაკი 25–დან 35 წლამდე მერყეობს.

როგორც ცნობილია, ტურისტები დილის ხუთ საათზე თბილისიდან გავიდნენ და შატილიდან უკან საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ტექდათვალიერება ჯერ კიდევ თვენახევრის წინ უნდა გაევლო.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S