ვინ არის COVID-19–ით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი
24/08/2020 15:02:00 საზოგადოება
COVID-19–ით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი რუსთავიდან იყო. ის 87 წლის ქალია. პაციენტი მცხეთის „ცხელების ცენტრში“ იყო მოთავსებული.
პაციენტი სამედიცინო ცენტრში 29 ივლისს შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ქალს თანხმლები დაავადებები ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა.
პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე ქვეყანაში COVID-19-ის 1421 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1137 პირი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255.


