WHO-ს ხელმძღვანელი: „COVID-19 სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება“
24/08/2020 13:07:28 მსოფლიო
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება.
როგორც გამოცემა წერს, გებრეისუსი მეტი სიცხადისთვის კორონავირუსის პანდემიას ესპანურ გრიპს ადარებს, რომლის დასრულებასაც ორი წელი დასჭირდა, მაგრამ მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიების განვითარებას და ჯანდაცვის სექტორის წინსვლას, შესაძლოა, აღნიშნული დრო შემცირდეს.
„ამჟამად ჩვენ უკეთესი ტექნოლოგიები და ცოდნა გვაქვს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ამდენად, იმედს ვიტოვებ, ჩვენ ვირუსის დამარცხებას 2 წელზე ნაკლებ დროში შევძლებთ “, - განაცხადა გებრეისუსმა პრეს-კონფრენციაზე.
Johns Hopkins University-ის მიხედვით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 22.9 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო გარდაიცვალა 800,000 ადამიანი. რაც შეეხება ესპანურ გრიპს, მას 500 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, რაც მსოფლიო მოსახლეობის მესამედს წარმოადგენდა.


