აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს
24/08/2020 10:29:57 საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰან ბაირამოვი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
„დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ძალიან სამწუხაროა. სამძიმარს ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველებს!“ - წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, ავარიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა, სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაში პირველ საუნივერსიტეტო ლლინიკაშია მოთავსებული.


