ირაკლი კობახიძე შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
24/08/2020 10:03:08 საზოგადოება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"რთულია, სიტყვებით გადმოიცეს ის მწუხარება, რასაც შატილში დატრიალებული ტრაგედიის გამო თითოეული ჩვენგანი განვიცდით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს მთელი საქართველო გლოვობს",– ნათქვამია კობახიძის სამძიმრის წერილში.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


