ლევან რატიანი: "სამივე მათგანთან სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებია"
24/08/2020 07:40:16 საზოგადოება
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პირი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. როგორც კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, სამივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
„სამი ქალბატონი გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, ორი მათგანის მსგომარეობა განსაკუთრებით. აღენიშნა უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და სასწრაფო წესით შეყვანილი იქნენ საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია.ერთი მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. ამ ეტაპზე სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები და რაიმე პერსპექტივაზე ლაპარაკი ზედმეტია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შატილის გზაზე ავარია 23 აგვისტოს მოხდა. დაღუპულია 17 მგზავრი.


