საქართველოში COVID-19–ის 267 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება
24/08/2020 07:06:41 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია, ორი სოფელ ლენჯერს უკავშირდება, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის ინფიცირებულთა 80%–ს შეადგენს, კოვიდ-ცენტრებში კი 267 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
ეზუგბაიას განმარტებით, 267 პაციენტიდან ხუთი კვლავ კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 24-ის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 პირი გამოჯანმრთელდა.


