ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
24/08/2020 07:15:33 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 267 პაციენტი მკურნალობს.
"ამ 267 პირიდან ამჟამად გვყავს 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომლებიც კოვიდ–ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 24 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის, მსუბუქი და უსიმპტომო", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1421-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1137 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


