Accentnews.ge
საქართველოში COVID-19 კიდევ 10 პირს დაუდასტურდა

საქართველოში COVID-19 კიდევ 10 პირს დაუდასტურდა

24/08/2020 05:41:17 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი და ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 1 137-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S