Accentnews.ge
FDA-მ კოვიდ–ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში პლაზმით მკურნალობის ნებართვა გასცა

FDA-მ კოვიდ–ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში პლაზმით მკურნალობის ნებართვა გასცა

24/08/2020 05:42:55 მსოფლიო

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდ–ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში პლაზმით მკურნალობის ნებართვა გასცა.

FDA-ს განცხადებით, გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით 70 000 -ზე მეტ პაციენტს უმკურნალეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ "პოტენციური სარგებელი აღემატება და პოტენციურ რისკებს".

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა.

„მოხარული ვარ, ჩინური ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მართლაც ისტორიული განცხადება გავაკეთო, რაც უთვალავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს",- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პლაზმა იმ ადამიანების სისხლისგან მზადდება, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.

ცნობისათვის: აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 800 000–ს გადააჭარბა, დაავადებას 180 000–მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოში COVID-19–მა 812 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 23 586 000–ს გადააჭარბა, 16 085 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1421-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1137 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S