Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19–ით 4 900 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19–ით 4 900 ადამიანი დაინფიცირდა

24/08/2020 05:40:46 მსოფლიო

ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19–ით 4 900 ადამიანი დაინფიცირდა. დაავადების გავრცელების კუთხით განსაკუთრებით მძიმე ვითარება პარიზშია.

შეგახსენებთ, რომ აპრილში პანდემიის პიკის პერიოდში საფრანგეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 6000–დან 8000–მდე მერყევობდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 242 899დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 30 513 ადამიანი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 812 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 23 586 000–ს გადააჭარბა, 16 085 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1411-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S