იტალიაში ბოლო 5 დღეში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა
24/08/2020 05:21:01 მსოფლიო
იტალიაში ბოლო 5 დღეში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1210 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 5 დღის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 642 იყო.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 259 345 კოვიდ–ინფიცირებულია, დაავადებით 35 437 ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 812 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 23 586 000–ს გადააჭარბა, 16 085 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1411-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


