Accentnews.ge
პრეზიდენტი და პრემიერი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამენ: "ვიმედოვნებ, დაშავებულთა გადარჩენას შევძლებთ"

პრეზიდენტი და პრემიერი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამენ: "ვიმედოვნებ, დაშავებულთა გადარჩენას შევძლებთ"

23/08/2020 18:11:18 საზოგადოება

პრეზიდენტი და პრემიერი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს თანავუგრძნობს და იმედს გამოთქვამს, რომ მედიკოსები დაშავებულთა გადარჩენას შეძლებენ:

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს. ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას“.

დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S