Accentnews.ge
შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნისას დაშავებული ერთი პირი თბილისში უკვე გადაიყვანეს

შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნისას დაშავებული ერთი პირი თბილისში უკვე გადაიყვანეს

23/08/2020 17:58:11 საზოგადოება

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთ–ერთი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

ამჟამად მიმდინარეობს დანარჩენი 2 დაშავებულის ტრანსპორტირება.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S