Accentnews.ge
ლუკაშენკო მინსკში იარაღით გამოჩნდა (ვიდეო)

ლუკაშენკო მინსკში იარაღით გამოჩნდა (ვიდეო)

23/08/2020 17:50:42 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მის რეზიდენციაში მივიდა, რომლის სიახლოვესაც დღეს ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.

„ლუკაშენკო ადგილზე ერთი საათის წინ გაფრინდა“, - იუწყება მედია.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. მსვლელობა არასანქცირებულია და ქუჩებში ძალოვანებია მობილიზებული, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, შეტაკებებს მოქალაქეებსა და ძალოვნებს შორის ადგილი არ ჰქონია.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ სამამულო ომის მემორიალებისა და ძეგლების დაზიანებას არ დაუშვებენ და ამ ადგილებში წესრიგის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს საქმე ექნებათ „არა პოლიციასთან, არამედ ჯართან“.

თავდაცვის სამინისტრომ ომის მემორიალებთან და მუზეუმებთან ჯარისკაცებიც განალაგა.

ცნობისთვის: მე–15 დღეა ბელარუსში აქციები იმართება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S