"ძალიან გაგვიმართლა ყველას, ვინც ახლაც დასავლეთ საქართველოში ვართ, უკან ახლად გახსნილი ხაშურის შემოვლითი გზით დავბრუნდებით"
22/08/2020 09:30:33 საზოგადოება
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძეხაშურის შემოვლითი გზის 13– კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას ეხმიანება.
"ძალიან გაგვიმართლა ყველას ვინც ახლაც დასავლეთ საქართველოში ვართ, უკან ახლად გახსნილი ხაშურის შემოვლითი გზით დავბრუნდებით 13 კმ ოთხზოლიანი გზა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთია რომლის მშენებლობაც პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა. ეს გზა თავად ხაშურისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქში აიკრძალება სატრანზიტო მოძრაობა, აღარ იქნება საცობები და მკვეთრად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა", – წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.


