Accentnews.ge
სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 245 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 245 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

22/08/2020 07:40:17 საზოგადოება

სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 245 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 245 პაციენტი მკურნალობს. კვლავ კრიტიკულად რჩება 5 პაციენტი და მძიმე პაციენტი გვყავს 23 და ეს პაციენტები კოვიდცენტრების რეანიმაციისა და ინტესიური თერაპიის განყოფილებებში აგრძელებენ მკურნალობას. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმეტესად საშუალო სიმძიმის, შედარებით მცირე რაოდენობის პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია და პაციენტების ძალიან მცირე ნაწილი უსიმპტომოა, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ბოლო 24 დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდან 4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის შემოტანილი შემთხვევა და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით, რომ დადგინდეს წყარო.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1394-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S