საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1400–ს მიუახლოვდა
22/08/2020 06:32:27 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1400–ს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში დაავადება 9 პირს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1394 გახდა.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1132-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.


