ჭიდაობაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ ქორწილში მეუღლეს სცემა და დაშორდა
21/08/2020 19:37:30 მსოფლიო
ჭიდაობაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ზაურბეკ სიდაკოვმა საკუთარ ქორწილში მეუღლეს სცემა და დაშორდა, – იუწყება რუსული მედია.
ვლადიკავკაზში სიდაკოვის გრანდიოზული ქორწილის მიმდინარეობისას 24 წლის სიძემ და ღონისძიების რამდენიმე სტუმარმა ერთდროულად მიიღეს ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, პატარძლის ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრებისგან შედგებოდა; ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ, სიდაკოვმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გამოაცხადა, რომ მას ცოლი არ ჰყავს.
არსებული ინფორმაციით, ნათესავებმა სპორტსმენი ქალაქს გაარიდეს.
ზაურბეკ სიდაკოვი მსოფლიოს ორგზის (2018 და 2019) და ევროპული თამაშების (2019) ჩემპიონია 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში. 2018 წლის მსოფლიოს პირველობის ფინალში მან საქართველოს ნაკრების წევრ ავთანდილ კენჭაძეს მოუგო.


