Accentnews.ge
ესპანეთში ბოლო 24 საათში COVID-19–ით 8 148 ადამიანი დაინფიცირდა

ესპანეთში ბოლო 24 საათში COVID-19–ით 8 148 ადამიანი დაინფიცირდა

21/08/2020 18:22:37 მსოფლიო

ესპანეთში ბოლო 24 საათში COVID-19–ით 8 148 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო პერიოდში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. ესპანეთს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული ჰყავს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 400 000–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებულია, დაავადებით 28 000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 791 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 582 000–ს გადააჭარბა, 15 306 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S