Accentnews.ge
"1918 წლის ესპანური გრიპი ორ წელიწადში დასრულდა, ვიმედოვნებთ, Covid-19 უფრო მოკლე პერიოდში დასრულდება"

"1918 წლის ესპანური გრიპი ორ წელიწადში დასრულდა, ვიმედოვნებთ, Covid-19 უფრო მოკლე პერიოდში დასრულდება"

21/08/2020 16:40:43 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) იმედოვნებენ, რომ Covid-19–ის პანდემია მაქსიმუმ, ორ წელიწადში დასრულდება.

"1918 წლის ესპანური გრიპი 2 წელიწადში დასრულდა, ვიმედოვნებთ, Covid-19 უფრო მოკლე პერიოდში დასრულდება", – განაცხადა WHO–ს გენერალურმა მდივანმა ტედროს გებრეისუსმა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 791 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 582 000–ს გადააჭარბა, 15 306 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S