ისრაელში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა
21/08/2020 15:58:26 მსოფლიო
ისრაელში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებით 1496 ადამიანი დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 100 716 შემთხვევა, გარდაიცვალა 809 ადამიანი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 791 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 582 000–ს გადააჭარბა, 15 306 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


