Accentnews.ge
ლუკაშენკო შესაძლო წასვლაზე: "ღმერთმა არ ქნას! მე ფეხებზე მკიდია ყველა თანამდებობა, მაგრამ ვზივარ და ვფიქრობ: თქვენ რა გეშველებათ"

ლუკაშენკო შესაძლო წასვლაზე: "ღმერთმა არ ქნას! მე ფეხებზე მკიდია ყველა თანამდებობა, მაგრამ ვზივარ და ვფიქრობ: თქვენ რა გეშველებათ"

21/08/2020 13:00:02 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში კვლავ გარე ძალები დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ “გააფრთხილა” მოსახლეობა, რომ მისი წასვლის შემთხვევაში “ყველაფერი ბევრად ცუდად იქნება”:

"ღმერთმა არ ქნას! - ქვეყანა ყალყზე დადგება და ჩამოიშლება. აღარც სამსახური გექნებათ. მერე მე მომკითხვათ პასუხს. ფეხებზე მკიდია ყველა თანამდებობა, მაგრამ ვზივარ და ვფიქრობ: თქვენ რა გეშველებათ, როცა ისინი მოვლენ და ამ ყველაფერს დაიწყებენ?! ყველას ერთიანად, შიგთავსიანად ჩაგიგდებენ ხელში! მერე მე დამიწყებთ წყევლას: "ჩვენ შენ აგირჩიეთ და რატომ არ დაგვიცავიო?”აი, რა მაღელვებს ყველაზე მეტად”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: მე–13 დღეა ბელარუსში აქციები იმართება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S