Accentnews.ge
ქობულეთის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდასტურდა

21/08/2020 08:13:55 საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს, შუახნის მამაკაცს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, დღევანდელი შემთხვევა არ უკავშირდება ქობულეთის ე.წ. კლასტერს, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.

ინფიცირებულის ახლობლები და საოჯახო სასტუმროს სტუმრები, სულ 18 პირი იზოლაციაში იმყოფებიან. მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, 3 კი, თვითიზოლაციაში რჩება.

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის 26 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1385-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1128 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S