Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

21/08/2020 07:11:18 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს.

"ამ 240 პირიდან ამჟამად გვყავს 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომლებიც კოვიდ–ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის, მსუბუქი და უსიმპტომო", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1385-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1128 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S