15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
21/08/2020 07:10:58 საზოგადოება
15 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
"დღეს გვაქვს 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 4 პაციენტის წყარო ლენჯერია, 6 პაციენტის წყაროა კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევასთან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, 2 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენით მიზნით", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1385-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1128 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


