ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა
21/08/2020 06:30:56 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.
დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი –9.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 385 გახდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი, 20-ით გაიზარდა და ამჟამინდელი მონაცემებით 1128-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –232.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.


