Accentnews.ge
ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელორუსში საწარმოების თანამშრომლებს გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელორუსში საწარმოების თანამშრომლებს გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

21/08/2020 06:12:11 მსოფლიო

ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელორუსში საწარმოების თანამშრომლებს გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ხალხმა პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამ ფორმით უნდა აიძულოს, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

"გთხოვთ, გააგრძელეთ და გააფართოვეთ გაფიცვები. არ მოტყუვდეთ დაშინებებით", – აცხადებს ტიხანოვსკაია.

ცნობისთვის: მე–13 დღეა ბელარუსში აქციები იმართება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S