დღეიდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი იხსნება
21/08/2020 05:00:17 საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება.
ამასთან, ლენჯერში მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება დღეიდან დაიწყება.
მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში 3509 ადამიანი გამოიკვლიეს, დამატებით ტესტირება ჩაუტარდა 1246 მოქალაქეს, რომელსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი ჯამში 49 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, რჩება 4 საყურადღებო წერტილი – მესტია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.


