საფრანგეთში Covid-19–ით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა აპრილში პანდემიის პიკის დროინდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა
20/08/2020 18:02:50 მსოფლიო
საფრანგეთში Covid-19–ით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა აპრილში პანდემიის პიკის დროინდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19–ით 4 711 ადამიანი დაინფიცირდა. შეგახსენებთ, რომ პანდემიის პიკის დროს – აპრილში ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 6000 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 229000–ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 480ადამიანი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 791 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 582 000–ს გადააჭარბა, 15 306 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


