ბოლო 3 თვეში პირველად, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
20/08/2020 17:29:31 მსოფლიო
ბოლო 3 თვეში პირველად, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე– ღამის განმავლობაში ქვეყნაში დაავადებით 845 ადამიანი დაინფიცირდა და 6 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 256 000–ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 35418 ადამიანი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 791 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 582 000–ს გადააჭარბა, 15 306 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1370-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1108 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


