საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჰაერმა გაჟონა
20/08/2020 15:52:43 მსოფლიო
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჰაერმა გაჟონა. ამის შესახებ რუსული მედია “როსკოსმოსზე” დაყრდნობით იუწყება.
მისივე ინფორმაციით, სადგურის ეკიპაჟი რუსულ მოდულ “ზვეზდაში” გადავა, რათა ამერიკული სეგმენტის მოდულებში წნევაზე კონტროლის ორგანიზება განახორციელოს.
ეკიპაჟი გაჟონვის ადგილის დასადგენად მუშაობს.
ავარიის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად სპეციალისტები მიკრომეტეორის მოხვედრას თვლიან.


