Accentnews.ge
მედია: თურქეთმა შავ ზღვაში გაზის საბადოები აღმოაჩინა

მედია: თურქეთმა შავ ზღვაში გაზის საბადოები აღმოაჩინა

20/08/2020 14:55:02 მსოფლიო

თურქულ საბურღ ხომალდ “ფატიხს” შესაძლოა, შავ ზღვაში გაზის 1-2 საბადო აღმოეჩინა, - იუწყება რუსული “ТАСС”-ი თურქულ ტელეარხ Habertürk-ზე დაყრდნობით.

20 ივლისიდან «ფატიხი» გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებს აწარმოებს შავ ზღვაში, “დუნაი-1” მონაკვეთზე, რომელიც თურქეთის შიდა წყლებთან ბულგარეთისა და რუმინეთის საზღვაო საზღვრების კვეთის სიახლოვეს მდებარეობს.

თურქული ტელეარხის ცნობით, ხომალდს შესაძლოა, “მაღალი ხარისხის” გაზის საბადოები აღმოეჩინა აღნიშნულ მონაკვეთზე, ასევე კიდევ ერთი საბადო თურქეთის სანაპიროსთან, ქალაქი კირკლარელის მიდამოებში.

აღსანიშნავია, რომ წარსულში თურქულმა სეისმოხომალდმა “ბარბაროს ჰაირეთდინ ფაშამ” საძიებო სამუშაოები ჩაატარა და შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ბუნებრივი აირის მდიდარი მარაგები აღმოაჩინა.

ანკარას ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა გასულ ოთხშაბათს პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ 21 აგვისტოს აპირებს, “ქვეყნისთვის ძალიან კარგი სიახლე გამოაცხადოს, რომელიც თურქეთისთვის ახალ ერას დაუდებს დასაბამს”.

ცნობისთვის: ადრე ცნობილი გახდა, რომ ავსტრიული კომპანია OMV შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროსთან ნავთობის საძიებო სამუშაოებს განახორციელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S