Accentnews.ge
რუსეთი ბელარუსის ოპოზიციასთან დიალოგს გამორიცხავს: "ეს მინსკის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება"

რუსეთი ბელარუსის ოპოზიციასთან დიალოგს გამორიცხავს: "ეს მინსკის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება"

20/08/2020 11:51:42 მსოფლიო

რუსეთი ბელარუსის ოპოზიციასთან დიალოგს გამორიცხავს.

"თუ რუსეთი დაიწყებს დიალოგს ბელორუსის ოპოზიციასთან, ეს იქნება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. მოსკოვი ამას არ აპირებს", – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ "რუსეთი ხედავს ჩარევას ბელორუსის საქმეებში დასავლეთის მხრიდან".

”მე არ დავასახელებ ამ ძალებს, ამ ქვეყნებს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არსებობს არაპირდაპირი და პირდაპირი ჩარევაც, რის გამოც ჩვენ შეშფოთებულები ვართ", – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის: მე–12 დღეა ბელარუსში აქციები იმართება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S