ირანის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების გემი და მისი ეკიპაჟი დააკავა
20/08/2020 11:29:17 მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გემი და მისი ეკიპაჟი დააკავეს.
"გემი უკანონოდ გადაადგილდებოდა ირანის წყლებში. ინციდენტი 17 აგვისტოს მოხდა. მოგვიანებით, იმავე დღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების სასაზღვრო დაცვამ 2 ირანელი მეთევზე მოკლა და ნავი დააკავა. საამიროებმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ მზადაა, გადაიხადოს კომპენსაცია", – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


