ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აბასთუმანში მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას დააფინანსებს
20/08/2020 10:50:01 საზოგადოება
აბასთუმანში ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.
2020 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილი.
ამ ტერიტორიაზე ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და ტაძრისათვის აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც.
მეუფე თეოდორე და მონასტრის დედები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ მშენებლობას დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი.


